სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნია, ეს წიგნი - ერთადერთი წიგნია მშვიდი, ფარული. შემოდგომისთვის იგი იშლება, როგორც ფოთლების გადაშიშვლება და სიხარული.
ვერ მოვიგონე ქვეყნად არტისტი ქარის სადარი. რა აქვითინებს მინდვრის ტრიალებს? ასე გულმწარედ რაზე შრიალებს ძველი ჭადარი?
ქვეყნად მომავალ კორიანტელებს ვინ მოეკრძალოს? ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით - და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |