ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ბაღები. მხურვალე ვნებები გამივლის, სასახლის ჩაქრება ჭაღები.
და ძველი ფოთლები, ყვითელი... რომანზე ისვენებს შანდალი, რომანში - შეშლილი სკვითელი.
„უმანკო ჩასახვის“ სავანეს: იქ შავი თოვლივით დამათოვს ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
თვალები შეკრული კამარის: ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ! სამრეკლოს ანგრევენ ზარები... წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
მისდევენ ფოთლების შვავები... თებერვალს უხმობენ, თებერვალს, სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
როდესაც ღამეა უკუნი, და ჩემი მდუმარე საკანი და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ლოცვისთვის ზმანება-მტკივანი: გაზელებს - მგოსანი სასახლის, ხელთათმანს - სასახლის მდივანი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |