ხარისთვალამ და მანათამ ასი თვალი დამანათა... ნინო პირველ კალათს ავსებს, მე მოვკრიფე ცხრა კალათა - შესანახი სასუსნავად, გასაგზავნი ამანათად...
მზის სხივებად დასართველი, ჭერში დასაკიდებელი, კიდობანში ჩასათვლელი. იკრიფება, იწურება... ვენახებში ჩადგა რთველი. |