შემოდგომაა, ხმელ ბალახში ფათურობს წვიმა, ქარი იტაცებს შინდის ფოთლებს, ტოტზე გარჩენილს, ამ ლოდების ქვეშ ახლა მარტო დამდნარ ძვლებს სძინავთ, საით წავიდა, სად გაფრინდა სხვა დანარჩენი?
ერთხელ ჩვენი სიცოცხლის წიგნიც, აგვატარებენ ბოლო აღმართს, ალბათ, ნელიად... რა ეშველებათ ამ ქვეყნიდან წაყოლილ ფიქრებს, რომლებიც აქაც ვერავისთვის გაგვიმხელია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |