ობოლ ფოთლებს, ნაზ ყვავილებს ქარიშხალი თავზედ ივლებს; კორდი კდემით თვალებს ნაბავს, მორცხვად თავს ხრის, სუნთქვას სძაბავს, ტანთგახდილი და შიშველი მთას შესჩივის: „ვერ მიშველი?“ ვიღაც კვნესის, ვიღაც კვდება, ვიღაც ნისლში ინაკვთება.
ნისლის ზღვა მინდორს გადაეფინა. გადმომიშალა სიცივე მკვეთრი, ჩემს არსებაში იპოვა ბინა. მომბეზრდა ყოფნა... სულს შეეთვისა აზრი: დაფარვა ქარიშხლის ფიფქით, ვით ყრუ ძახილი უკვდავებისა დროთ საზღვარს იქით, დროთ საზღვარს იქით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |