დგება ჩქარი შემოდგომა ქარებით და წვიმებით. მზე ღრუბლებში იფარება ფერმკრთალ გამოღიმებით.
მისცემია ოცნებას - ვაფიცებ მზეს, ვაფიცებ მის სინდისს, პატიოსნებას,
და ქარის სისინია, მრისხანე ცა ჩამოეშვა, მას კი დაუძინია...
ზარია და ვაება, რომ მსოფლიო უეცარი დღის ხლართებში გაება.
ჟრჟოლისა და ცახცახის, ძველი ჩანგი აუღია და ზედ წყნარად დასძახის.
გაიძახის: "გამიშვი!" საშიშია ატმოსფერო, ის კი მაინც არ იშლის.
შხამიანი ობობა. ახლო არის არნახული ომის ავადმყოფობა.
შეიცვლება დროება. ცხადია, რომ თავს წამოყოფს მხეცის ურწმუნოება.
გარს სიცივეს მიმოკრებს. კოლონიებს მწარედ სცივათ ვით არ ამოიოხრებს?
სახრჩობელას თოკებით გაიშლება დიდი სივრცე - ველი და ხრიოკები.
რა ცივი და ლიტონი, - მაგრამ ქსელში იგი მტერი გაებმება თვითონვე.
მოკეთეს და მეგობარს, ჩვენი ქვეყნის - ახალ ბედის - მჭედელსა და მეომარს.
ბნელი, მღვრიე სათავე. აი, სულ რაც უნდა მეთქვა, მორჩა, მე დავამთავრე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |