არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა. შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის, ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა;
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს. ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის, მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა. გული უდაბნოა, სული - ოაზისი; შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |