დასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მდგომარეს, ზვიადსა, შეურყეველსა, მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან, ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
ფრთამოცქრიალე, ფრთამალი, გარიჟრაჟ-განთიადისა მემოციქულე მამალი, დაღლილი მუშის მკურნალი, სევდიან გულის წამალი; მოუძებნია სხვა კუთხე, ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი...
იმავ გზით, იმავ კვალითა, აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ შვილებით - ბიჭებ-ქალითა, ბუნების წესთან მოხდილნი პირნათლად სრულის ვალითა... ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ დანაღვლებულის თვალითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |