კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:03

 

 

 

ზღვიდან ამოსულ საწვიმარ ღრუბელს

გააფერადებს საღამო ტუშით,

და ცისარტყელა, დამსკდარი ტუჩით,

გაქრება სოფლის მთავარი ქუჩით...


და შემოდგომის ფეშხუმის შხეფით,

კაკლების ბერტყვით,

ძაღლების ყეფით

ვანდება ღამე... და „ირმის ნახტომს"

საბნიდან უჩანს ქათქათა ფეხი...


და სადაც სუფსას შეერთვის შუთი,

მეზობლის ზვართან ვყოვნდები წუთით:

მიაქვს ბერიკაცს კვახების აცმა

და ყრმობის სევდა - ათასი ფუთი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ