დღემ იკლო, ღამე გადიდდა, ჰავამ იცვალა ნირია, აცივდა… სამხრეთისაკენ მზემ შეიბრუნა პირია.
ტყემ დაიბერტყა მხრებია, ცამ ჩამოხარა წარბები, გაგიჭაღარა მთებია.
ყინვა პარპაშებს ღამითა, რთვილმა დააზრო ბალახი, გაზრდილი დილის ნამითა.
კამეჩი, ძროხა, ღორია; ცხვარ-მწყემსმა შირაქს მიჰმართა, გზა გაიარა შორია.
მტრედი, გვრიტი და მწყერია; მერცხალმაც მალე დასტოვა ჩვენი დერეფნის ჭერია…
თალხი აცვია ტანზედა… მხოლოდ სოფელი გულდიდობს, ფეხი გაიდგა განზედა.
სოფლის ბოლო და თავია; მომკო, გალეწა, ორმოში ბლომად ჩაყარა ხვავია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |