ხილით, ლხენით, ზეიმით შემოდგომა მოვიდა. - შემოდგომავ, გვითხარი, მობრძანდები შორიდან?
შორი მგზავრი როდი ვარ, მე თქვენს ვენახებიდან, ბაღებიდან მოვდივარ.
ნეტავ ვინ დაგამშვენა? - ვინა? თქვენი მშობლების დაუღლელმა მარჯვენამ.
აგრემც შემოგევლებით? - პაპის ხელით მოწვდილი დაშაქრული მტევნები,
თვალით ჯერ არ ნახული ნარინჯები კოლხური, ჩურჩხელები კახური.
შემოდგომავ, ლამაზო? - მინდა კარგად ისწავლოთ, მინდა, არ იზარმაცოთ.
კვლავ მოგირთავთ ვენახებს, შემდეგ კლასში ხუთებზე გადასული მენახეთ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |