მინდოდა მეგრძნო შემოდგომა თავის სისავსით, რომ შერჩენოდა ეს ფერები რომელიც ჰქონდა... ნაკადულების ნაპირებზე ბზინავდა ხავსი, და ალუბალი მაყვლის ბარდთან სიზმრებზე ბჭობდა...
ჩამოდიოდა მთის წვერიდან დაბლობში ნისლი... ბოლოქანქარა დახტუნავდა ბებერ ატამთან და თუთის ფოთლებს გაყინვოდა ძარღვებში სისხლი...
წნელის ღობეს კი გარღვეოდა მკერდთან პერანგი... სარკმელს აჰკვროდა იასამნის შიშველი ღერო და ყეფდა ძაღლი მეზობლისა ხმის ჩახლეჩამდი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ მეტრეველის პოეზია |