შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ. ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
ვით ფეხმარდი მოამბე, ღვინისა და ხილის სურნელს თბილისშიაც მოაფენს.
მოსდის ელეთმელეთი. იტყვის: ალბათ ღვინის სუნით სუნთქავს მთელი ხმელეთი.
შეხსნის ფიქრით გართული, რომ იხილოს თავის თვალით შემოდგომა ქართული.
დახლებსა და ყაფანზე ყველა თავის შრომის ნაყოფს და მოსავალს აფასებს.
დოვლათი და ბარაქა. მოილხინოს, გაიხაროს მთელმა თბილის-ქალაქმა.
ხილთა ქება ნამდვილი... ქარში უცხო ფრინველივით მოფრიალე მანდილი.
ვით ვარსკვლავნი დარისა, ქერა გოგო - პირიმზისა, თეთრი - პირიმთვარისა.
მარჯვნივ ვაშლის მთებია და ტიკები, ლოთებივით ბოძებს მიჰყუდებიან.
და ჩურჩხელებს ჰყიდიან, ალაზნის პირს დახოცილი დურაჯები ჰკიდია.
მაშ, შემირცხვეს სახელი! კარდენახულ ღვინოს აქებს ბიჭი კარდენახელი.
ტკბილად დაეპატრონოს: - ნუ იყიდი, მარტო გემო ნახე, ჩემო ბატონო!
წითელ ატამს - ატენი... ირგვლივ ხილი, შეძახილი, ქების კორიანტელი.
დოვლათი და ბარაქა, მოილხინოს, გაიხაროს მთელმა თბილის-ქალაქმა.
ქუჩებსა და მოედნებს მოშრიალე ხის ფოთლები ფრთოსნებივით მოედვნენ.
გაზაფხულის დარია? ლამაზები სეირნობენ, განა მართლა ქარია?!
ქარმა ერთად არია. ეს კაბების შრიალია, განა მართლა ქარია?!
ლაღად გადმომდგარია. სიყვარულის სიმღერაა, განა მართლა ქარია?!
დოვლათით და ბარაქით და მასპინძლობს ხელგაშლილი მთელი თბილის-ქალაქი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |