კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:10

 

 

 

გაფითრებული

და სევდიანი

დღე ეფინება

მინდვრებს მოთელილს,

გესმის ძვირფასო

ჩუმი შრიალი - 

ეს სიმღერაა

ხმელი ფოთლების.

ახლა ჩვენ ტყეებს

ირგვლივ სხვა უვლის,

წყლის პირას ბუჩქებს

უჩანთ წვივები,

ყური დაუგდე,

გესმის ხმაური -

ეს სიმღერაა

შორი წვიმების.

ცა, შემოდგომის

მზით ნაფერები,

თვლემს დაყრდნობილი

მთების ყავარჯნებს,

დაიმახსოვრე,

ეს სიმღერები

მოგენატრება

კიდევ მრავალჯერ.

დაიმახსოვრე -

ბოლო სურვილსაც

სანამდე ჟამი 

სულ მთლად მინისლავს -

სიმღერა ჩვენი

სიყვარულისა,

სიმღერა ჩვენი

სიყმაწვილისა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ