გამოგაღვიძა აპრილის სუნთქვამ, გამოგაფანტა ფიფქი ტყემლების და გასხლულ ლერწზე ბროლივით სუფთა ფრთხილად დაგკიდა ჩუმი ცრემლები. და ეს წვეთები, მზეზე რომ ღვივის, ოცნების წამლად არ უხმარია, თორემ მოარჩენს პოეტის ტკივილს. კრთის და ციმციმებს გულგასახარად, თითქოს შენს ტანში დაგროვდა ყველა, რაც მეზვრემ ზვარში ოფლი დაღვარა. შენი კვირტები გულს ცეცხლს უნთებენ. ვაზო, მაგ მრუდე ყელს ვენაცვალე, გულში ქალივით ჩასახუტებელს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ კუხიანიძის პოეზია |