შემოდგომის ქარი ჰქრის, დაღვრემილი ცა ცრემლს ღვრის, კორდის ძირას წყარო სტირს მიორკეცებს სევდა-ჭირს. გლოვისა წამოუსხამს მანტია, ნისლი ჰბურავს მთის კალთებს ბუჩქ ქვეშ ცრემლსა ღვრის ია. ფოთლები, ნაღვლიანსა ჭმუნვარეს, ქარი შავბნელ ფრთიანი დაჰქრის ველსა მძინარეს. მწარედ მოსთქვამს ვალალებს, თრთვილი ჰფარავს ფერმიხდილს დამჭკნარს მინდვრის ყვავილებს. ნუ სტირ, ნუ იცრემლები, კვლავ გამოზაფხულდება ისევ მოიკაზმები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია |