...და მიილულა შემოდგომის მზე... და მიილულა ქანც-მილეული, ისევ იძრცვნება ფიჭვ-ნაძვნარის ტყე, აღარ ასვენებს ქარი წყეული. ეთხოვებიან სიცოცხლის დილას, უკანასკნელი ჰანგით კვდებიან. ყვავილი ჰნაბავს ალისფერ თვალებს - მიდამოს ჰზარავს მისი ქვითინი. და რაც გვაჩუქა სხივთ გაზაფხულმა, ის შემოდგომამ გაატიალა. გარს ქარიშხლიან ბრძოლის სურათი, გარს სიწყვდიადე სასაფლაოსი. გესმის ძახილი შორეულისა, გესმის სიტყვები შემონაფიცი... ჩვენც გულსაკლავად დავიქვითინებთ: - არ აინთები, არ აინთები!.. მაგრამ არ ვიცი, ნაზო, ველურო, სევდის წამებად რისთვის დაგსახეს?.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |