წლითი-წლობამდე გიარე, ჩემო ვენახო რქიანო, გეხვეწებოდი რო კვირტში შედი, არ დაიგვიანო! მერქანს გიდგამდი მუხისას, მაღლა გიფრთხობდი კაჭკაჭსა და ძირს - წიწილებს კრუხისას! სეტყვა, ნაცარი, ქარია; შენს ყლორტებს ეტანებოდა ჩვენი "კუდვარდა" ხარია! შემოჰყურებდნენ მტევანსა, იძახდნენ: "გემრიელია, ესა სჯობია ყველასა!" ან ნიკოს, ან და ევასა, არ დაადგებათ ყელზედა, ტკბილად უსველებს ენასა! მეც შემერგება ტკბილადა. ჩემი ნაშრომი, ნაღვაწი მევე მერგება წილადა! რთველი მაქვს გახურებული იქნება გამოვიცვალო მეც ჩოხა გახუნებული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |