ნაკადული ვარ პატარა, ვრწყავ ნერგებსა და ჩითილებს, არავინ დამიზიანოთ, თორემ საბრალოდ ვიტირებ! ხრიოკებს ვაქცევ ბაღადა. ნერგებს ვზრდი დიდრონ ხეებად, რომ იშრიალონ ლაღადა; იმღერონ ხმით საამურით, დაიცვან ჩვენი მთა-ბარი, - ჩვენი კეკლუცი მამული. ხან ჩუმი სევდით მოვდივარ... რა ვქნა, ეს მეპატიება. დიდი მდინარე როდი ვარ! მათი გაზრდით მსურს ვილხინო. ისედაც კოხტა მიდამო, უფრო ლამაზი ვიხილო. დაუოკებულ სურვილით, პატარა, თოთო მცენარეთ მინდა მოვუკლა წყურვილი! ვრწყავ ნერგებსა და ჩითილებს, არავინ დამიზიანოთ, თორემ საბრალოდ ვიტირებ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ მეგრელიშვილის პოეზია |