I
მაისი არის, იქუხა, წვიმამ დაიწყო მოდენა; წვეთები ცვივა კამკამით, ალმასის თვალის ოდენა, წმიდი ცრემლითა დანამა. ცხვრები გარეკა ტყის პირად ობოლმა ქალმა ანნამა. ძველ-კაბიანი გოგონა, დაფიქრდა თავის ბედზედა, ობლობა წამოიგონა. სახე-დატანჯულს ანნასა, აღელვებს მინდვრის ნიავი ყელ-მოღერებულ ყანასა. შესტირის ტურფას იასა: - იავ, რას მეტყვი, ლამაზო, უმშობლოს, უძმოს, ტიალსა! თვალზე ცრემლ-შეუშრობელსა? ვერსად ვიშოვი, ნეტავი, მეც, როგორც სხვებს ჰყავს, მშობელსა? სად გყავს გულ-შემატკივარი? - მეც ობოლი ვარ, მკერდს მილბობს ცრემლები ჩამომდინარი. მუდამ ახალის კაბითა? რად მატყუილებ, ლამაზო, გულის სალბუნის ამბითა?!. სხვა არა ჩნდება არსითა. იამ ვერ გასცა პასუხი, ჭმუნვის დააჩნდა ხაზია, ცრემლი ჩამოსხლტა ნაზია. პეპელამ ცრემლი შესუტა, გახარებულმა გასწია…
II
ხის კეწეროზე შემჯდარი ტურფად გალობდა ქერონა, რცხილის ტოტებზე ხტებოდა მოუსვენარი ცერონა. ყოველი ღონე ეღონა, ბღარტების დედას ქვეყანა თავის სახლ-კარი ეგონა. ეგებებოდა საღამოს, ტკბილის ხმით მშვიდი ფრინველი ლექსს უმღეროდა საამოს. ჩიტს შესძახოდა ტირილით: - არ თუ გიცდია, ქერონავ, ობლობა გულის ტკივილით, დარდის წამალი მასწავლე, - ეუბნებოდა ჩივილით. - ნეტავ, შენს გულს და გონებას! რად არ ობოლსა მიჰხედავ, ჰნახავ ჩემს ტანჯვა-მონებას. უსახლკარო და ტიალი, სად ყინვა მაზრობს, სად მშიან, ხელთ მიპყრავს შხამის ფიალი. გალობით ვიკლავ დარდსაო, როცა ალალი დამქროლავს, შევეხიზნები ბარდსაო. მექცევი იასავითა, მით მანუგეშებთ, რომ თქვენაც თავს იჭერთ ტიალსავითა. ანნას ცრემლები ჩამოსდის ფოთლების შრიალსავითა. თვალთაგან მოსდის ცრემლები. სველდება წმინდის ცრემლითა ნაძვი, თხილი და ტყემლები. ცრემლი სდენია აროდის, დღეს კი სტირს ობლის ყოფნასა, ცრემლი წვიმასებ ჩამოსდის. ერთად ვიცხოვროთ ტყეშია, ხან ვიყვეთ ჭალის სტუმრები, ხან ვინავარდოთ მთებშია. არ გამოგარჩევ, დობილო, ჩემს შვილებში და ძმებშია. შვილების სანახავადა. იქნებ ჰშიოდეთ, ჰფიქრობდა, ან იქნებ გახდენ ავადა. ვინ უპატრონებს ჩემს ბღარტებს, თუ არ მივხედე თავადა. არ ერიდება ხეებსა, მწვანე ფოთლებზე აცორვებს ნაზი ფრინველი ფრთეებსა.
III
ანნა წინ მიდის ტყე-და-ტყე, თავზე წაადგა წყაროსა. იქნება იმან უშველოს, ობოლი გაახაროსა? მოაქანებდა ზვირთებსა, ნამს ასხურებდა ანკარა, ხის ჩამოწეულს კვირტებსა. შიგ ბანაობენ, წყაროს ჰსმენ, გაჰხარებოდათ გვრიტებსა. დაუსვენებლად მდინარო, შე უცოდნელო დარდისა, სულ მუდამ ლაღო, მცინარო, რატომ არ მშველი ობოლსა, მშრომელო დაუძინარო? ქვეყნის ყმამა და მუშამა! შენ კარგად ჰხედავ ჩემს ბედსა: მთელენ და მსვამენ მუდამა. ცრემლი აფრქვია ანკარა; ჩაციელავდა შამბებში თვალ-ცრემლიანი, პატარა. ყური ამოყო მთვარემა; სალამი მისცა მოგზაურს მწუხარე არემარემა. ზედ აღიბეჭდა მის სხივი ობლისა ცრემლმა მწარემა. ანნა შესცქერის ცასაო, გაუბედავად, თრთოლითა ობოლი იღებს ხმასაო. „ღმერთო, მაქციე ჩიტადა, გადამარჩინე ობლობას, თხოვნა მიიღე წმინდადა!“ უფალს უნთია სანთლადა, ობლის შეწყალვა უცვნია საუკეთესო მადლადა. შთენილო ოხერ-ტიალად, აუწყე ხალხსა ტკბილი ხმით შენი ვარამი ხმიანად!“ დაიფართხალა, გაფრინდა, ხშირს ბარდში, ეკლიანშია გულ-შეუდრკელად ჩაფრინდა. ობლის ყოფნა და ბედზედა, სხვას არა სტირის, არც სჩივის, სატირალი აქვს ერთზედა. უცხოდ აზავებს ჰანგებსა, ერთმანერთში ჰკეცს გულ-მწარედ დაჩაგრულობის ამბებსა. ჩვენ მიგვაჩნია ლხინადა, ვამბობთ: „აგერა ბულბული რა ტურფად გალობს, ტკბილადა!“ მწარე ნაღველი რეული, დღეს-აქამომდე ვერ ვსცანით ეს ხმა მწირი და ეული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |