კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:59

 

 

 

როცა აყვავდა ბაღში ნუშები

და იცინიან ლაღად ტყემლებიც,

ნუ გაიკვირვებ თუ ვიღუშები,

ნუ გაიკვირვებ თუ ვიცრემლები.

იყო... საოცარ დღეთა ასხმულით -

ასეთი ღელვით რომ მოველოდი,

შემოვიდოდა შინ გაზაფხული

და სიყვარულით ვითანგებოდი.

ახლაც გამოჩნდა, კვლავ თაიგულით

მოდის, მოიბრძვის, კარს ურახუნებს,

მე კი ქარებით გამოფიტული

შემოვრჩენილვარ იმ გაზაფხულებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ