პურის თავთავმა ოქროსფრად გადააყვითლა სერი. მწყერი ქოთქოთებს ყანაში, კი არ ქოთქოთებს, მღერის.
ჩქერს ემატება ჩქერი, ყანას ჩაუვლის დუდუნით, კი არ დუდუნებს, მღერის.
ნაირ-ნაირი ფერის, თავს დაზუზუნებს ფუტკარი, კი არ ზუზუნებს, მღერის.
ჭრელი პეპლების ჭერით, ახლა შემჯდარა ხის ტოტზე და გულიანად მღერის.
ხე, ბალახი თუ მწერი, ეს რა ლამაზი დღეაო, სულ ყველაფერი მღერის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |