მაისი თავსა დაგვსხმია ჭექა-ქუხილით, თქეშით, თავზედაც გადაამსხვრია ზამთარს ყინული მთებში.
მინდვრებს უმღერა ნანა, რარიგად გაათავხედა ეგ მობიბინე ყანა!
ან რა თილისმა მწველი, რომ ერთი ფუნჯი იკმარა, მწვანედ შეღება ველი?!
სიმღერით ახრჩობს შაშვებს, ნაზი და ალერსიანი თმას უხუჭუჭებს ბავშვებს.
უსიმღეროდაც ვერ ძლებს, ბუდეში ბუმბულს ჩაუფენს ახლადმოფრენილ მერცხლებს.
მთვარით მოქარგულ საბანს, ხან ფოთლებს აშრიალებულს ცივი ცვარ-ნამით დაბანს.
ლამაზ და შიშველ წვივებს, თან დაატარებს ამალად მოთბო, ჟუჟუნა წვიმებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |