კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:49

 

 

 

გაზაფხული გვიღიმის,

ზღვა ლივლივებს კრიალა,

ქარმა ნისლი წახვეტა,

შორს, შორს გადიგრიალა.


გაზაფხული მოვიდა,

ამოდიან იები,

აყვავილდნენ ერთბაშად,

თეთრი მაგნოლიები.


მზე ცხრათვალა მიღიმის

დედის ლურჯი თვალებით,

თავზე ქოლგას მახურავს

ტანწერწეტა პალმები.


გაზაფხული მოვიდა,

ციდან სხივნი მოჰქრიან

და ელვარებს ზღვის პირას

თეთრი სანატორია.


გაზაფხული მოვიდა,

ამოდიან იები

და ჰყვავიან, ჰყვავიან

თეთრი მაგნოლიები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ