ამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღალა. მწვანობს ჯეჯილი, ჰყვავის ხეხილი, თეთრად ცხვარი სჩანს გადაფენილი. დიან წყარონი უხვად ყველგანა. სამოთხესა ჰგავს მთელი ქვეყანა. მოსარწყავიც აქვს - წვიმა ჟუჟუნა. ტყეში ქედანმა დაიღუღუნა. ხნულებში ცელქობს თაგვი წრუწუნა. ჰფეთქენ იანი, დღეა მზიანი, ღმერთო, არ მისცე ყვავილთ ზიანი! რა კაი დროა, რა კაი ხანა! - არ მინახია სხვა ამისთანა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს, რა დიდად ლაღობს, რა ფრიად ხარობს! თავის მღერაში ცვილივით დნება, გალობს დღედაღამ და არა სცხრება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |