კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:15

 

 

 

დამიხატეს გაზაფხული,

უჩიტებოდ დამიხატეს,

უჩიტებო გაზაფხული

როგორ უნდა გამიხარდეს?!


უფოთლებო ხეებიდან

არაფერი არ გალობდა,

მზე  ღრუბლებში მოქცეული,

შემცივნული კანკალებდა.


დამიხატეს გაზაფხული,

შენს გარეშე დამიხატეს,

შენს გარეშე გაზაფხული,

როგორ უნდა გამიხარდეს!?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ