კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:34

 

 

 

მარტი შიშველი, ლურჯი ფეხებით

ჯერ ვერ ბედავდა, თოვლს შეხებოდა

და გაქურდული, როგორც ბეღელი,

თოვლი ჩვენს თვალწინ ნელა ქრებოდა.


მარტს ეცვა თეთრი, სველი პერანგი,

ეკიდა ტოტებს და კანკალებდა,

დაბრუნებული, ვით ბუმერანგი,

ახალი მთვარე ეგდო კარებთან.


გამოდიოდა თოვლიდან ქუჩა,

თავისუფალი, როგორც მდინარე,

თუმცა ფანჯრები ჯერ ისევ ლურჯად,

ჯერ ისევ სიზმრის დარად ბრწყინავდნენ.


ო, მარტი, მარტი... დროის კარუსელს

მიუბეს თითქოს ახალი ეტლი.

ბავშვს ოცნებებით სული აუვსეს

და დედოფალა დაუსვეს გვერდით.


ო, მარტი, მარტი... მე ისევ ვხედავ,

მე ისევ ვსუნთქავ, მე ისევ მესმის

და გულიც ისევ სიცოცხლეს ბედავს,

ამოკემსილი იმედის ნემსით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ