რა მიხარია, გაზაფხული? რატომაც არა, იქნებ ბოლოა, ანდა იქნებ სხვა ფერებს მირჩევს, ფიქრები ჩემი ოცნებების კორტოხზე წვანან, მოიისფერო ჩანჩქერებში იქნევენ ნიჩბებს.
დღეებმა ხევებს, საცაა მთები სიმწვანისგან აყმუვლდებიან, მე შემიძლია მოვუხადო ბოდიში ხეებს, ხეებს, რომლებიც აღარასდროს აყვავდებიან.
რატომაც არა, იქნებ ბოლოა, ანდა იქნებ სხვა ფერებს მირჩევს, ფიქრები ჩემი გაზაფხულის კორტოხზე წვანან და შემოდგომის ქარტეხილებს უქნევენ ნიჩბებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |