კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:51

 

 

 

დათბა, ცამ გული გვაჩვენა,

ბარში მზემ თოვლი მოლია.

ყანებს ჯეჯილი ამშვენებს,

მინდვრებს - ხასხასა მოლია.


ააფოფინა რტოები, -

ქარმა დაქროლა ზენამა,

სმენა და გული დაატკბო

ჩიტების ლაღმა ენამა.


მდინარეს გული აემღვრა,

უფრო და უფრო ზვირთდება...

ისედაც კოხტა მამული

პატარძალივით ირთვება.


ხეებზე თითო-ოროლა

ყვავილმა სწრაფად იასა.

ისრად ქცეული ტოროლა

უგალობს მზეს და იასა...

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ მეგრელიშვილი  • • • ავთანდილ მეგრელიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ