გაზაფხულის იისფერო მზერავ, ველებს მზიანს თუ ხეების ჩრდილოს - გულ-წარმტაცი ფერადებით ფერავ - ვით მხატვარი თვალუწვდენელ ტილოს.
და შვენებას გასაოცარ ცქერის, რასაც ჩემი ვერ გამოთქვამს ენა, მას ბულბული უნაზესი მღერის.
სიყვარულის მომცემელო სრულის - გაზაფხულის იისფერო მზერავ, მწველო ჩემის შეზამთრული გულის!
და ის მიწას უვლის ცერა-ცერა - მაისის მზევ და დროშებო ჩემო, გაზაფხულის იისფერო მზერავ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |