მითხარი, ჩემო მერცხალო, ფრთაცქვიტო, ალერსიანო, სად მიხვალ, სად იმალები ზამთრობით, ჭიკჭიკხმიანო?!
კოპწიად, სუფთად, რჩეულად, მთელ ზაფხულს ბუდობ, მერე კი სტოვებ მას ანაზდეულად.
არც მკაცრი ყინვა, არც ქარი, სადაც მზე მუდამ ანათებს და გაზაფხულს ჰგავს ზამთარი.
მეტად შორს, შორსა მხარესა, მწვანედ გაუდის ბიბინი იქ ზამთარ-ზაფხულ არესა.
და თოვლი ჰფარავს არესა, საზრდო ილევა უეცრად მინდვრებში ყოველ მხარესა.
მე მუდამ საზრდოს ვშოულობ, ხანა ვჭამ მარცვლეულობას, ხან ჭიაღუას ვპოულობ.
და თუ არ მომცემ წყენასა, კვლავ მოვფრინდები ჭიკჭიკით, ბევრჯერ დაგიტკბობ სმენასა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |