მიწიდან ისევ ამოდის ია, ტყე აუვსიათ სიმღერით ჩიტებს, შეყვარებულის გულივით ღია ზეცა ნაზამთრალ ქედებს ამშვიდებს.
ტყემლის კაკალი მწვანედ მაგრდება, თან გული მწყდება: ფერი გაივლის, - ეს გაზაფხული მე დამაკლდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |