კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 14:08

 

 

 

მობრძანდი, მარტო, დროისით,

თოვლჭყაპუნა და წყლიანო,

ჭკუაზე თხელო, სულელო, 

ხანდისხან ქარიშხლიანო,


ზე-ქვერე ავადმყოფივით

ღრუბლიანო და მზიანო,

არც გაზაფხულო, ზამთარო,

არც თუ ნათელადღიანო!


შენ უკან დაგედევნება

მერცხალი ჭიკჭიკენისა,

გაზაფხულისა მორბედი,

დამატკბობელი სმენისა,


გულის ჭირთ უკუგამყრელი,

მკურნალი დამპალ სენისა,

მუდამ ერთ ხმაზე მგალობი,

მოყვარე დედაენისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ