წუხელის თოვლი მოსულა, ქედები დაუთოვია, სერები დაუფიფქია, ბარისკენ გზა უპოვია.
უბრმავებია კვირტები, თოვლში ოქროსფრად ელავენ აყვავებული შინდები
ეს ხომ აპრილის თოვლია... ეს ნასესხები თოვლია, ეს საგულგულე თოვლია.
მიწის წვენს გზა უპოვია, სულ ნაკადულად ქცეულა, რაც წუხელ დაუთოვია.
სიმტკიცე აღარ ჰქონია, მართლაც, აპრილის თოვლია, მართლაც, გუგულის თოვლია!
პურის გატეხის დრო არი, მუხრანის ველზე ლუჯდება ჯეჯილი დანათოვარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |