მოვიდა აპრილი, ბიბინებს ბალახი. ეზოში ბეკეკა კუნტრუშობს მალაყით.
გაშალა კვირტები, მინდვრებში აღელდნენ ჯეჯილის ზვირთები.
შრომობს დამსვიდებით, ბუდეებს აგებენ ჩიორა ჩიტებიც...
ფუსფუსებს ბებია, ჭაღარა ბაბუას ის შეჯიბრებია!
ბავშვები ყიჟინით, მხარში უდგებიან, შრომობენ ისინიც.
ოქროსფრად დაღვრილი, ამღერდა ქვეყანა, გუგუნებს აპრილი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |