კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:45

 

 

 

გაზაფხულდა, დაიქუხა... 

უკვე დროა ავღიღინდე, 

ჩემმა გულმაც დაიძახოს, 

ბალახივით აბიბინდეს.


ხან შხაპუნა, ხან ჟუჟუნა 

წვიმა მცემდეს, 

მაოცებდეს, 

ლექსის ხეში წყალი ჩადგეს, 

სიყვარული აღმოცენდეს!


მხარი გამკრას, 

თავს დამკივლოს: 

ბიჭო, ხომ არ მოიქანცე? 

ერთხელ კიდევ აგვერბინოს

ა იმ მთაზე, თოვლიანზე...


ვერ გაგესწროს, 

წინ დაგიხვდე, 

თოვლზე იად დაგებნიო, 

თუ გაგესწროს, ვარდად ვიქცე, 

თოვლში ვარდი გაკრეფინო.


გამექცე და ვერ გამექცე, 

გზა მოგიჭრა, გაგეფინო, 

ჩემი ლექსის ფიანდაზზე 

ირემივით გაგერბინოს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ