იხურება ზამთრის კარი, გაზაფხულის დაჰქრის ქარი, კიდევ ერთხელ მღერის გული: მოდის, მოდის გაზაფხული!
თებერვალი სტვენს და ბერავს, ხეებს, ხელით გაწაფულით, მარტი, კაბას შეუკერავს.
ზოგან კიდევ ალისფერად - გააღვიძებს მძინარ კვირტებს ვენახში თუ ჭალისპირად.
გაზაფხულის დაჰქრის ქარი, კიდევ ერთხელ მღერის გული: გაზაფხული, გაზაფხული!
ნაბუდარი ძველისძველი, თავს ჩიორა დასტრიალებს, უკვე ჩადგა საძირკველი.
მოჭიკჭიკე ჩიტის ბუდის, პაწაწინა გალავანით, ვით ქართული ბიჭის ქუდი.
გაზაფხულის დაჰქრის ქარი... კიდევ ერთხელ მღერის გული: მოდის, მოდის გაზაფხული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |