ყელყელა გუგულის კაბამ ძეძვში ამოსულ იასა ამაყად ჰკითხა ნაზსა და მორცხვად საყელოღიასა:
მუდამ თავჩაღუნულიო? რა მიზეზია, რომ აგრე თალხით ხარ დაბურულიო?
ვიშით მიუგო იამა, - თუ ჩემი თალხი საცმელი შენ არაფერსი გიამა,
გაზაფხულს ჩვენი გვარია, ვისწრაფით სამზეოსაკენ, სადაც სითბო და დარია.
ამოსვლა მოვიწადინე. დახე ბედსა და იღბალსა, მოდი, ცრემლები მადინე!
აი, სად მექნა ბინაო, სხვა რომელია, რომ ძეძვში ყოფნა არ მოიწყინაო?
ეკლები მეღირებიან, თავი დავხარე, დავღონდი, მუდმისად მეტირებიან…
თალხი მაცვია ტანზედა. იმას თავს შემოვევლები, ვინც შემახედებს ცაზედა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |