ზამთარმა ჭირი მოგვჭამა, ფერი გვცემს გაზაფხულისა, ენძელა ამოჩენილა, შენი გულისა, სულისა!
ლამაზნი, მოსაწონები, წავალ და ყველას ფოთლებზე სათუთად დავეკონები.
აბა, ჩაიცვი ქალმები, მინდვრის ყვავილებს, გენაცვა, შენ კი არ მიესალმები?!
წმინდა, უმანკო გულითა; იმათთან ერთად დავტკბები კვლავ შენი სიყვარულითა!
ტურფანო, დაქარგულებო, წყარონი ჩემი სიცოცხლის, პირველო გაზაფხულებო!
მალე მოფრინდი შენაცა, რომ შენს ჭიკჭიკთან პაწიამ ფეხიც აიდგას, ენაცა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |