კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:19

 

 

 

როცა მზე შემოიმაღლებს,

მთვარე კი დაბლა ცურდება,

თოვლი და ყინვა ფერს კარგავს

და დედამიწა ფუვდება,


ყველანი გულის ფანცქალით

წამისწამ მელოდებიან,

რაკი გავჩნდები, ბალღები

ცას სიხარულით სწვდებიან.


- დედა არ მომიკვდებაო, -

ხშირდება კვეხნა-ფიცილი:

- უწინ მე გავიგონეო

ენძელას ტკბილი სიცილი.


აქ კინკლაობენ ბიჭები,

იქ პაწა გოგო-ქალები,

და ყველას გაფაციცებით

ჩემკენ უჭირავთ თვალები.


მკრეფენ და მისახარებლად

ერთმანეთს ეცილებიან,

- ახლა კი გაზაფხულდაო, -

გაიძახიან, ტკბებიან.


ლოცავენ, მადლსა სწირავენ

მიწას, ჩემს დედა-მშობელსა

და სოფლად მიმაქროლებენ,

ვით პირველ მახარობელსა.


წინ-წინ მე მოვალ ყველაზე,

როცა კი გაზაფხულდება,

მაგრამ... ვაგლახ მე... დღე ჩემი

ისევე მალე სრულდება.


არც ისე ვჩივი, კაცმა თქვას,

ამას არ უნდა ფიცილი,

რადგან თან მიმდევს ღიმილით

გამარჯვებულთა სიცილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ