ველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, - მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა.
რაც ცას დღისით აეწურა, ცვარ-ნამებად გარდაქმნილი იას გულზე დაეპკურა.
გულს სიამე მოეფინა, ველს სალამი მისთავაზა და მადლობით ცას შესცინა.
ლურჯქათიბა-კაბიანსა მთაც ნაკადულს უგზავნიდა ცივწინწკლება-ქაფიანსა.
ცხონდა თქვენი მშობელიო, აქ ეს არის, მანდ შენა ხარ გაზაფხულის მთხრობელიო...
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა, მთა და ბარში გაზაფხულის უხვი მადლი ტრიალებდა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |