მე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!
მთები, ზღვები გადმოვლესე, სანამ შენთან მოვიდოდი, ერთხელაც არ დავიკვნესე.
ცის ლაჟვარდში ვსრიალებდი, ვჭიკჭიკობდი, შეგამკობდი, სულ შენ შემოგტრფიალებდი.
მოქანცული, მოღალული დაბლა-დაბლა ვეშვებოდი, შენ გეძებდა ჩემი გული.
გულში ია-ვარდი ვთესე, ავჭიკჭიკდი უფრო ტკბილად, ხმები გავიუკეთესე.
მხოლოდ ახლა დავიკვნესე. არ გრცხვენია, უმიზეზოდ ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |