მარტი გავიდა, გათბა დღე, დარები დგება მზიანი, მიწა გაფუვდა, ბუჩქებში ამოჩენილან იანი.
ოფოფი სავარცხლიანი; მწვანედ ბიბინებს მინდორი, ოლე და ველი ცვრიანი.
ახლად მოსული მწყერია, თავს ძლივს იმალავს ჯეჯილში ჭიაღუების მტერია.
გამოაღვიძეს სიფელი: - გაზაფხულდაო, - დაგვძახის პირველი მახარობელი.
გამოფენილან ველადა, დარბიან ცვარით დანამულ ბალახის გასათელადა.
ზოგი ძირს განაბულია. იქვე მჯდომარე პატარას სიამით უცემს გულია.
დროა, დავიფრთხოთ ძილია, სუნს მოგვფრენს, ყნოსვას დაგვიტკბობს ია მკერდგადაშლილია!
ხელი მოვკიდოთ შრომასა, - მინდვრად სჯობია მხნეობა სახლში უსაქმოდ ჯდომასა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |