სიმფონია, სიმფონია, ჭრიჭინების ქნარი. გაზაფხული მოიმღერის, ჩურჩულებდა ქარი.
თეთრი კაბა ეცვა. და ჩანჩქერი ყვავილებში ჩაწვა, ჩაიკეცა.
გაეხარდა მერცხალს, ცისარტყელამ დაამშვენა ნაწვიმარი ზეცა.
ახელს ლამაზ თვალებს, ნაძვის რტოზე ჩამომჯდარა გოლიათი მთვარე.
ახმაურდა ჩანჩქერები, ფეთქავს კვირტი, გაჩნდა ხნული, ყვავილების ჯადოქარი -
აშრიალდა ბაღში ნუში, აყვავილდა ტყეში პანტა, არაკრაკდა სალამური,
ტყემლებს ჰხურავთ თეთრი ფატა, მოფრენილან ჩიტუნები და პეპლები ფრთაფარფატა.
ფეთქავს კვირტი, გაჩნდა ხნული, ჩვენს საყვარელ სამშობლოში მოაბიჯებს გაზაფხული. |