გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია.
აბიბინებს სიო ნაზად, თითქოს უნდა დაეფინოს იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა, თითქოს ნანას ეუბნება ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ფრთხიალობენ, სრიალობენ; იშენებენ მაღლა ბუდეს, დაჰხარიან და გალობენ.
მოუყრიათ ყმაწვილებსა, იმღერიან და თან ჰკრეფენ სხვადასხვაფერს ყვავილებსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |