კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 01:29

 

 

 

გამოზაფხულდა, გათბა დღე, 

შამოგვეხიზნა მერცხლები,

ბუდე მიაკრეს ჭერშია, 

დადეს ნაჭორფლი კვერცხები.

იქვე სხდებიან ტყუპადა,

დასჭიკჭიკებენ ტკბილადა, -

დროა ჩვენც გამოვიღვიძოთ,

რას მივარდნილვართ ძილადა?..

დროა ღობვისა, ბარვისა,

მოთხრა კაჭაჭის ფესვისა,

დროა მიწასთან ბრძოლისა,

დროა ხვნისა და თესვისა...

არიქა, ბიჭო, ვიჩქაროთ, -

იჩქარის ყველა სულდგმული,

კარგს ნიშნებს ვხედავ, ღვთის მადლმა,

უსაქმოდ მიწუხს სულ გული!…


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ