ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული, მოდის და მოაქვს ცით სიხარული. ტყე და მინდვრები, ათასფრად ჰყვავის ბაღი და ზვრები. გაცოცხლებული ჰლხინობს და სტკბება ყველა სულდგმული. ბულბული აქ სტვენს, თვის მიჯნურ ვარდსა დაჰკვნესს და დაჰკვნესს. ფრთააკრეფილი ყვავილს სწოწნს ნელა, და თრთის ყვავილი. ჩუმის ჩურჩულით, წყარო ჩამორბის ლხენით, ჩუხჩუხით. ბრწყინვალე წყარო, მიცურს და ჰხარობს: „ყინვით არ ვარო“. წყალს დამონებულს ყინვა ადნება, მონებაც სწყდება. ქვეყნის გალობას და მით მადლს უხდის თავისუფლობას. ყველა ახლდება, რა ჰხედავს ტკბილ დღეს, - გამოცოცხლდება, - ერთხელ მოკლული, არც აყვავდება, არც გაცოცხლდება! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |