კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:49

 

 

 

ისეთი გაზაფხულია,

ხე იწვის და იკვირტება,

ისეთი ყვავილები აქვს,

შეხედავ, გაგიკვირდება.

იმნაირ ნაყოფს დაისხამს,

სათქმელი აგიყვირდება,

იმხელა სითბოს გაჩუქებს,

თვალები აგიტირდება.

ისეთი გაზაფხულია,

თბილი წვიმებით. ქარებით,

მიწაზე ვეღარ ვჩერდებით,

ზეცისკენ მივექანებით.

ისეთი გაზაფხულია,

მზე ისე ძლიერ გაცხუნებს,

ლამაზი ქალის დანახვა

ბიჭივით დაგაფაცურებს.

სითბოს ღიმილად დახარჯავ,

სიტკბოში გამთლიანდები,

სურვილებს გულში დაჯაჭვავ,

საფრენად დაფრთიანდები.

ვიღაცას თავს შეაყვარებ,

ხელახლა გაყმაწვილდები,

სიხარულში და ტკივილში

თანაბრად განაწილდები.

ისეთი გაზაფხულია

ხე იწვის და იკვირტება

ერთს იმნაირად გაკოცებ,

ამბორი გაგიკვირდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ