კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:13

 

 

 

უკვე დადგა თებერვალი,

ეს ზამთარიც გაილია,

მოიფშვნიტა ლურჯი თვალი

და იღვიძებს თოვლქვეშ ია.

აფრთხიალდნენ ბეღურები,

მზემ ღიმილი გაახშირა,

ზამთარს ხომ არ ეხუმრები,

ბევრი ჯირკი დანახშირდა.

ახლა ბაბუ ფერავს სახნისს,

მამა წალდით ბელავს ტირიფს,

ახმაურდა ჩვენი სახლი,

ვაზი სიხარულით ტირის.

ტყეში გაჩნდა რილო-ჭრილო,

აღარ სცივათ კორჩიოტებს,

ფესვით ქსოვენ მწვანე ჭილოფს,

უკერავენ ხალათს კორდებს.

მზემ ღიმილი გაახშირა,

ზამთრის ღამე დანახშირდა,

უკვე მოდის გაზაფხული,

უცხო ყალმით დახატული!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ