კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:20

 

 

 

ფერდობებმა მძივებად

დაიმშვენეს იები,

ისმის სტვენა-გალობა

ჭრელი ჩიტუნიების.

აჭახჭახდნენ შაშვები,

აფართქალდნენ ჩხიკვები,

ლამაზები, ნაზები,

ფრთამალები, ცქვიტები.

გაიღვიძა დათუნამ,

აითრია წელი და

გამოვიდა ბურდღუნით,

სოფლებს ზვერავს სერიდან.

ენატრება ფიჭები,

მაგრამ თაფლიპარიას,

თოფიანი ბიჭების

ეშინია ძალიან.

ახლოს ვერ გაეკარა

ბაღებს სკებით მოფენილს...

მზე ბრდღვიალებს თაკარა,

მხიარულობს სოფელი.

გაზაფხულის სიმღერა

და ცვარ-ნამის ციმციმი -

მთა-გორებზე იღვრება,

როგორც თქვენი სიცილი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ